შავი ზღვის ფსკერზე უძველესი გემები აღმოაჩინეს (ფოტოები)

  • 24 ოქტომბერი 2016, 21:34
  • 3676

არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიის გემები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Daily Mail ავრცელებს. აღმოჩენილია 40-მდე გემი.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გემები კარგადაა შენახული, რადგან შავი ზღვის ე.წ. მკვდარ ზონაში მდებარეობენ, სადაც ჟანგბადი და სინათლე არ აღწევს. არქეოლოგები დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნულ რაიონში „გემების სასაფლაო“ უნდა ყოფილიყო.

კარტოგრაფიული ექსპედიცია შავი ზღვის ფსკერს სწავლობდა, ბულგარეთის სანაპიროსთან 1800 მეტრის სიღრმეზე, როდესაც სამგანზომლებიანი ფოტოგადაღების უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შედეგადაც უძველესი ხომალდები აღმოაჩინეს.

სხვა სიახლეები