"ტიტანიკი" - რა განძი გადაჰქონდა სინამდვილეში ლაინერს?

  • 19 ოქტომბერი 2016, 18:36
  • 2711

მეცნიერები კატასტროფის მიზეზების შესახებ დღემდე მსჯელობენ. არსებობს ვერსია, რომ გემის კაპიტანს მალულად გადაჰქონდა განძი და სწორედ განძის მითვისების მიზნით "ტიტანიკს" თავს დაესხნენ. 

"ტიტანიკის" ტრაგიკული ისტორია საფუძვლად დაედო უამრავ წიგნს, დოკუმენტურ ფილმებს, კვლევევბს. 

ერთ-ერთი ვერსიით. ლაინერს თავს მიზანმიმართულად დაესხნენ, რათა ხელთ ჩაეგდოთ უხილავი განძი რომელიც კაპიტანს გადაჰქონდა. 

ვარაუდობენ, რომ გემის საწყობებში ინახებოდა  რამდენიმე ტონა დაპრესილი ოპიუმი. ცნობისათვის 1912 წელს ოპიუმის გაყიდვა უკვე აკრძალული იყო ბევრ ქვეყანაში და მისი ფასი ამის გამო საგრძნობლად იყო გაზრდილი. 

ერთ-ერთი ვერსიით, ცოლ-ქმარს "ტიტანიკით" გადაჰქონდათ ჰოუპის ცისფერი ბრილიანტი. 

პირველ კლასის კაიუტები დაკავებული ჰქონდათ უმდიდრეს ადამიანებს. პირველივე ექსპედიციის დროს, მყვინთავების მიერ კაიუტებში აღმოჩენილი განძი 250 მილიონ დოლარად შეფასდა. თუმცა, მყვინთავებმა ვერ შეძლეს ქვედა გემბანზე განთავსებული  რკინის სეიფების გახსნა. ვარაუდობენ, რომ მასონების ორდენის წარმომადგენელს ტონა ოქრო გადაჰქონდა. 

შეგახსენებთ "ტიტანიკი" 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა.

გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა.

1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი), რაც "ტიტანიკის" კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში.

ნინო ჩხეიძე

2391 სტატია

სხვა სიახლეები