თანამგზავრ „ევროპადან“ კოსმოსში წყალი იფრქვევა

  • 27 სექტემბერი 2016, 10:35
  • 1507

NASA-ს მეცნიერების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, იუპიტერის ყინულით დაფარული თანამგზავრიდან კოსმოსში წყალი იფრქვევა. მსგავსი მოვლენა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 2013 წელს შენიშნეს, თუმცა მისი განმეორების დაფიქსირება მხოლოდ ახლახანს შეძლეს. BBC-ის ინფორმაციით, ეს აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ თანამგზავრი „ევროპა“, თავისი ყინულის ოკეანით, დედამიწის შემდეგ მზის სისტემაში საუკეთესო კანდიდატია ბაქტერიული სიცოცხლის აღმოსაჩენად. 

NASA-ს მეცნიერების განცხადებით, „ევროპადან“ ამოფქვეულ სითხეში სპეციალურად შეიარაღებული თანამგზავრის გავლა ეფექტური საშუალება იქნებოდა სითხის ანალიზისთვის. ისინი არც იმას გამორიცხავენ, რომ ამოფრქვეული მასალა დედამიწაზე ჩამოიტანონ. 

ამ ყველაფრის ალტერნატივა - თანამგზავრზე დაჯდომა და ათობით კილომეტრის სისქის ყინულის საფარის გაბურღვა, დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. 

ფენომენი ჰაბლის ტელესკოპის საშუალებით აღმოაჩინეს. ტელესკოპის საშუალებით ულტრაიისფერ სხივებზე დაკვირვებისას შენიშნეს „შავი ფიგურები“, რომლებიც „ევროპადან“ ამოდიოდნენ. კვლევის მთავარი ასტრონომის უილიამ სპარკსის თქმით, მას არ აფიქრდება რაიმე სხვა ბუნებრივი ფენომენი, გარდა წყლის ამოფრქვევისა, რომელიც ახსნიდა იმას, რაც ტელესკოპით დაინახეს. 

„ჩვენ არ ვაცხადებთ, რომ დადასტურებულია წყლის ამოფრქვევის ფაქტი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს“, - განაცხადა სპარკსმა.

სხვა სიახლეები