თავის გადანერგვის ოპერაცია წარმატებით დასრულდა (ვიდეო)

  • 22 სექტემბერი 2016, 10:19
  • 4820

იტალიელმა ნეიროქირურგმა სერჟიო კანავერომ (Sergio Canavero) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია ცხოველები (ძაღლი და თაგვი), რომლებზეც ჩატარდა თავის გადანერგვის ოპერაცია. ამის შესახებ საიტი Gizmodo იტყობინება.

ექიმმა მხოლოდ ხერხემალი გადაჭრა. სწორედ ხერხემლის აღდგენა წარმოადგენს სრულყოფილი გადანერგვის დაბრკოლებას.

კანავეროს განცხადებით, მან ოპერაციის დროს გამოიყენა პოლიეთილენგლიკოლი, რომელიც ზურგის ტვინის დაზიანებულ ადგილებში შეყავთ. პოლიეთილენგლიკოლი ხელს უწყობს ათასობით ნეირონს შორის კავშირების აღდგენას.

დამოუკიდებელი სპეციალისტები აღნიშნავენ, ექსპერიმენტის ღირებულებას აქვეითებს ერთი რამ, საკონტროლო ჯგუფების არარსებობა და ცნობა იმის შესახებ, რომ ცხოველების ხერხემალი სათანადო დონეზე იქნა დაზიანებული.

კანავეროს ექსპერიმენტი ჩატარებული იყო ადამიანის თავის გადანერგვის მზადების ფარგლებში. იტალიელი ნეიროქირურგი გეგმავს ანალოგიური ოპერაცია ჩაუტაროს ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე რუსს პროგრამისტს.

თუმცა, ის რომ ოპერაცია შესაძლებელია, ამისათვის არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები.

სხვა სიახლეები