ადვოკატთა ასოციაცია იურისტების საკვალიფიკაციო ტესტირებას ატარებს

  • 20 ივნისი 2012, 11:22
  • 1901

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს უნივერსიტეტში, ადვოკატების საკვალიფიკაციო ტესტირებას ატარებს.

გამოცდები შემდეგი თანმომდევრობით ჩატარდება: 20 ივნისი სამოქალაქო სამართალის სპეციალიზაციით, 21 ივნისი - სისხლის სამართალის სპეციალიზაციით, 22 ივნისი - საერთო სამართლის სპეციალიზაციით.

როგორც news.ge-ს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, საგამოცდო რეგისტრაცია, დღეს, დილის 9 საათზე დაიწყო და  ოთხი აკადემიური საათი გაგრძელდება.

სულ, დაფიქსირებულია 841 განაცხადი: სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით - 324 განაცხადი, სისხლის სამართლის სპეციალიზაციით - 202 განაცხადი, საერთო სამართლის სპეციალიზაციით - 315 განაცხადი.

ტესტირების შედეგად, 75 ქულის დაგროვების შემთხვევაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაიცემა შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ადვოკატთა პირველი ტესტირება  2006 წლის 18-23 მაისს გაიმართა, ამერიკის იურისტთა ასოციაციის  მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა მიიღო 3 400 ადვოკატმა. რომელთაგან 45%-მა  მიიღო  საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სერტიფიკატი.

საქართველოს კანონის ,,ადვოკატთა შესახებ” და ადვოკატთა ასოციაციის წესდების საფუძველზე, ტესტირება  წელიწადში ორჯერ ტარდება

 

 

სხვა სიახლეები