გერმანულ ქალაქ ალტენის ევანგელისტურ ტაძარში (ჩრდილოეთი რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწა) მუსულმანებთან ერთად ჩატარებული სულთმოფენობის დღესასწაული დამთავრდა „ალაჰ აკბარის“ („დიდება ალაჰს“) საერთო მოწოდებით.
პორტალ "Europäische Werte"-ეს ("ევროპეული ფასეულობანი") ინფორმაციით, ეკლესიის მღვდელმსახურმა დიტმარ კელბრაიერმა მოიწვია მუსულმანთა ჯგუფი, რათა მათთან ერთად, „არატრადიციული ფორმით ეზეიმა სულიწმინდის გადმოსვლის ქრისტიანული დღესასწაული. შეხვედრის დევიზი იყო: „მშვიდობა“.
თვით პასტორმა, რომელმაც ან არ იცოდა მუსულმანური ლოცვის მნიშვნელობა, ან სარწმუნოების საზღვრების გაფართოებას ქადაგებდა, წინასწარმეტყველ მუჰამედის მიმდევრებს დართო რიტუალური ფრაზის წარმოთქმის ნება. მასპინძელთა დღესასწაულზე, თავისი წვლილის სახით, მუსულმანთა საკრალური ფრაზა შემოიტანა ნაჰროდტის მეჩეთის იმამმა, ხოლო ალტენის ისლამური გაერთიანების იმამმა წაიკითხა სურა ყურანიდან.
სხვა სიახლეები

