იაპონიაში მოვარდნილი ტაიფუნი ტოკიოს უახლოვდება

  • 19 ივნისი 2012, 20:28
  • 2204

იაპონიაში უეცრად მოვარდნილმა  ტაიფუნმა „გუჩოლმა“ ქვეყნის დასავლეთ რეგიონში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაშავებულების რაოდენობა 20-ს აღწევს. სტიქიის რეგიონიდან 50 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია იგეგმება. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. გადაიდო 400-მდე ავიარეისი.

ამ დროისათვის ტაიფუნი კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ რაიონში მძვინვარებს. სტიქიის ცენტრში ჰაერის სიჩქარე საათში 180 კილომეტრს აღწევს. „გუჩოლი“ იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართება. მოსალოდნელია, რომ ტაიფუნის ყველაზე ძლიერი დარტყმა კანტოს რაიონზე იქნება, სადაც ტოკიო მდებარეობს. მეტეოროლოგების ცნობით, იაპონიის დედაქალს სტიქია ოთხშაბათს, დილით, დაატყდება თავს. 

სხვა სიახლეები