სააქციო საზოგადოება “მადნეული” და შპს “კვარციტი” 2012 წლის 14 ივნისს კომპანია „კაპიტალ ჯგუფმა“ 120 მილიონ დოლარად შეიძინა. - ინფორმაციას "მადნეულის" პრესსამსახური ავრცელებს.
კომპანიის აქციონერები რუსი ბიზნესმენები დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან. სს „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ გენრალურ დირექტორად კი, ვახტანგ ფარესიშვილი დაინიშნა.
"მადნეულის" პრესსამსხურის ცნობით, კომპანიამ საჯარო აუქციონის მეშვეობით შეისყიდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიებიც, თუმცა, ხელშეკრულების პირობებით, ამ ახალი ლიცენზიით სარგებლობა მათ მხოლოდ 2014 წლის 15 აპრილიდან შეეძლებათ, რადგან მანამდე ლიცენზიას კომპანია GeoProMining-ი ფლობს.
დღესვე "მადნეულისა" და "კვარციტის" გასხვისების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა საერთაოშრისო მეტალების მწარმოებელმა კომპანია GeoProMining-მა, რომელიც საწარმოების ახლა უკვე ძველი მფობელია. მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ GeoProMining-მა საწარმოები120 მილიონ დოლარად გაყიდა, თუმცა რომელ კომპანიას მიჰყიდა "მადნეული" და "კვარციტი" არ არის დაკონკრეტებული.
GeoProMining-ი კომპანიების გაყიდვის მიზეზებზეც საუბრობს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საწარმო "მადნეულში" წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია საქართველოს მთავრობამ ტენდერში გამარჯვებულ სხვა კომპანიას მიანიჭა. ეს უკანასკნელი კი GeoProMining-თან დაკავშირებული არ არის, ამიტომაც მათ გადაწვიტეს გაესხვისებინათ საბადოები.
29 თებერვალს "მადნეულისა" და "კვარციტის" შესწავლა-მოპოვების ლიცენზის აუქციონზე გაყიდვის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიც ავრცელებს. გამოქვეყნებული მასალა 2012 წლის 29 თებერვლითაა დათარიღებული. საიტზე ლიცენზიის შემსყიდველ კომპანიად „მაინინგ ინვესთმენთსია" დასახელებული, რომელიც წიაღისეულის მოპოვებას 2014 წლის 15 აპრილიდან შეძლებს. მან აუქციონზე გამოტანილი 27 წლიანი ლიცენზია 110,5 მლნ ლარად შეიძინა. თუმცა, როგორც News.Ge-ს "მადნეულის" პრესსამასხურში განუცხადეს კომპანია „მაინინგ ინვესთმენთსი" "კაპიტალ ჯგუფის" ანუ ახალი მფლობელის შემადგენლობაში შედის.
სხვა სიახლეები

