საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს პაოლო საკადურა კაბრალ პორტაშს შორის წერილები გაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილებში ხაზგასმულია საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ისტორიული კავშირები, ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა მრავალმხრივ ფორმატში.
სხვა სიახლეები

