ინფორმაცია, რომ მოლდოვაში მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტად სურთ, სოციალურ ქსელებში აქტუალურია.
”გავუგზავნოთ, ოღონდ ბიძოც ზედ მივაყოლოთ, კომპლექტში მოყვება-თქო, ვუთხრათ”, ”მარტო მიშა უნდათ თუ თავისი ამალით და ფორუმ გამპრავებლებიანად?”, ”დღეს თუ რამე გამეხარდებოდა, არ მეგონა”, ”პალიკოც გავატანოთ კუბლაშვილი, ეს კიდე შავ ყუთში ამოგივიდათ თქო”, ”გაუმარჯოს ნათელაშვილს, დარჩა აბა, ბურთი და მოედანი”, ”არადა, ეს მოლდოველები ჭკვიანი ხალხია კაცო. რა ნახეს”, ”არ წაიყვანოთ, არ დაიღუპოთ", "ამათაც მოუნდათ დენზე მიბმული ნაგავი და ასფალტი საჭმელად?”, ”მიშას ეს ქვეყანა აბარია და ამ ქვეყანას უნდა მიხედოს! ბევრი ქვეყანა ნატრობს, მაგრამ ვერ მივართვით!” - წერენ იუზერები. ზოგი უფრო ირონიზირებს და აღნიშნავს, რომ ”მოლდოვის პრეზიდენტობის ვადას რომ ამოწურავს, მერე რუსები მიიწვევენ პრეზიდენტად და დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს”.
ცნობისთვის, კიშინიოვის მერმა დორინ კირტოაკემ ერთ-ერთი სხდომის დროს განაცხადა, რომ სააკაშვილის მოლდოვის პრეზიდენტად ხილვა სურს. ეს სურვილი მან კორუფციასა და ქვეყნის სტრუქტურაზე საუბრის დროს გააჟღერა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური Publika.md ავრცელებს.
„თავში ერთი აზრი მომივიდა. სააკაშვილი მეორე საპრეზიდენტო ვადას ამთავრებს, რის შემდეგაც მას კენჭისყრა აღარ შეეძლება. თუკი ის ვეღარ გახდება საქართველოს პრეზიდენტი, დაე, ჩამოვიდეს მოლდოვაში, მაშინ კორუფციაც გაქრება და ინვესტიციებიც გვექნება. ქვეყანაში წესრიგი დამყარდება,“ - განაცხადა კირტოაკემ.
სხვა სიახლეები

