დაჯილდოვებული მოსწავლეების სიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების, ის მოსწავლეები მოხვდნენ, რომელთაც 2011-2012 წლებში საბაზო საფეხურის სწავლება 10 ქულაზე დაასრულეს. მათთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესს დღეს განათლების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე და ვიცე-გუბერნატორი გიგა შუშანია ესწრებოდნენ.
"ეს პირველი წარმატებაა ამ ბავშვებისთვის. სახელმწიფოსთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის შრომა იყოს დაფასებული და მათ ეს თავიდანვე ჰქონდეთ გაცნობიერებული," - აღნიშნა ირინე ქურდაძემ.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, წარმატებული მოსწავლეების კომპიუტერებით დაჯილდოვება ქვეყნის პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება. მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერებით 1022 მოსწავლე დაჯილდოვდება. წარმატებული მოსწავლეების წახალისების ტრადიციის გაგრძელებას სახელმწიფო მომავალშიც გეგმავს.
სხვა სიახლეები

