ბათუმელი მეცნიერების უნიკალური აღმოჩენა ტაო კლარჯეთში. IX საუკუნით დათარიღებული ეკლესიის არსებობა, რომელიც ჟამთაღმწერლის ასწოლოვან მატიანეშია მოხსენიებული, პირველად ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორებმა დაადასტურეს. მეცნიერებმა მიაკვლიეს, რომ "ძეგლის წმინდა გიორგის ეკლესია", როგორც მას ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ, ტაო-კლარჯეთში ოპიზის მახლობლად მდებარეობს და დღემდე ქართველი მეცნიერებისგან არავის მოუნახულებია.
კვლევის შედეგები და ძეგლის ისტორიულ-ენობრივი მნიშვნელობა საზოგადოებას ექპედიციის წევრებმა დღეს ბათუმის უნივერისტეტში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს. წარმოადგინეს ის ვიდეომასალაც, სადაც აღბეჭდილია უძველესი მონასტრის ნანგრევები, რომელიც, მეცნიერთა თქმით, მნიშვნელოვან მასალას წარმოდგენს, არა მარტო ტაო-კლარჯეთის, ზოგადად ქართული ეკლესიის ისტორიის კვლევისთვის.
ბათუმის უნივერისტეტის პროფესორებმა მალხაზ ჩოხარაძემ, მამია ფაღავამ და ზაზა შაშიკაძემ ეს აღმოჩენა 2010 -2011 წლებში ჩატარებული ექსპედიციის შედეგად გააკეთეს. მცირე ზომის ეკლესიის წინ ორი საფლავია აღმოჩენილი. ადგილობრივების გადმოცემით, ის შეიდების, ანუ წმინდა კაცების საფლავი უნდა იყოს.
სხვა სიახლეები

