ლაზიკა vs ინოპოლისი

  • 19 ივნისი 2012, 13:39
  • 584

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ”ნიუსი”, რომ რუსეთში ახალი ქალაქი შენდება. სიახლეს ქართულ სოციალურ ქსელებში აფასებენ. იუზერების დიდი ნაწილი აკრიტიკებს შეფასებას, რომ "რუსეთი ქართული ინოვაციების და რეფორმების გადაღებას აგრძელებს და ლაზიკას მშენებლობის კვალდაკვალ უყრის ინოპოლისის მშენებლობას საფუძველს".

მოიცა და რა მოგვბაძეს? რამე ავაშენეთ ან მშენებლობა დავიწყეთ?”, ”რუსეთის ხელისუფლებას ტექნოლოგიურ ქალაქზე საუბარი ჯერ კიდევ 2001-02 წლებში ჰქონდა, პუტინის პირველ საპრეზიდენტო ვადაში”, ”მიშამ ქალაქის მშენებლობა დააპატენტა?”, ”მეტი არაა ჩემი მტერი, ლაზიკას მშენებლობა დაიწყოს”, ”რუსეთი ააშენებს, ყველანაირი ნედლეული და რესურსი აქვს, მარა ჩვენ რას ვშვრებით?”, სკოლკოვო-ს პროექტი გაგიგიათ? სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრი ქალაქი. რუსეთის მთავრობამ რომ გამოაცხადა სკოლკოვოს პროეტი, მაგის მერე მიხეილ დორბლიანს მოუვიდა თავში ლაზიკა. ასე რომ ქრონოლოგიას ნუ ურევთ. ყველაფერში პუტინს ბაძავს ეგ საცოდავი”, - წერენ ვებმომხმარებლები.

მეორე, უფრო მცირე ნაწილი კი,  ფიქრობს, რომ  ”ფაქტიურად ჩვენ ვმართავთ რუსეთს” და ეამაყება ეს. 

”ერთი, პოლიციის რეფორმა გაატარეს და მეორე, მაგ ქალაქს ააშენებენ”, ”155 ათასიო! ჩვენი 500 ათასია! ჩვენი უფრო დიდი იქნება! წააგეეეთ”,  ”ესენიც ვერ არიან, მოსკოვის და პეტერბურგის გარეთ ხალხი კარტოფილის ჭამით კვდება და მოინდომეს ახალი ქალაქები”, ”მნიშვნელობა არა აქვს, ვინ ვის ბაძავს, ”რამდენიმე აგურით წინ ვართ, არ შედრკეთ!”, ”მიმბაძველმა გვაჯობა და კონკრეტული დატვირთვა მისცა ქალაქს, ამავდროულად 155 000 ადამიანზეა საუბარი და არა ნახევარ მილიონზე”, - აღნიშნავენ ვებმომმხარებლები. ზოგიერთი იუზერი კი დასძენს, რომ ”სამწუხაროდ ერთი და იგივე იდეოლოგია და მართვის ტექნოლოგიები გამოიყენება ორივე ქვეყანაში, თითქოს განსხვავებულებში”,   

”თბილისის ფორუმზე” გავრცელებული ინფორმაციით,  რუსეთის ხელისუფლება ახალ ქალაქს აშენებს. პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ქალაქის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

ახალი ქალაქი ინოპოლისი ქალაქ ყაზანთან ახლოს აშენდება და ის 155 ათას მაცხოვრებელზე იქნება გათვლილი.
„ეს იქნება ძალიან ლამაზი,ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო ინოვაციური ცენტრი“- განაცხადა მედვედევმა.

ახალი ქალაქის მომავალ მაცხოვრებლებად აი-ტი სპეციალისტები, ინჟინრები და მათი ოჯახის წევრები მოიაზრებიან. ქალაქის ინფრასტრუქტურაში გათვალისწინებული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების ბოლო მიღწევები.

ინოპოლისი კერძო და სახელმწიფო დაფინანსებით აშენდება. ქალაქში იგეგმება უნივერსიტეტის აშენება, რომელიც საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებს მოამზადებს.



ქსელია ქექია

1544 სტატია

სხვა სიახლეები