მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოში ძრითადად უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი

  • 10 სექტემბერი 2016, 14:19
  • 509

მომდევნო კვირის განმავლობაში საქართველოში ძრითადად უნალექო და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი.  გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ცნობით 11-14 სექტემბერს, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +27, +32° იქნება. 

უნალექო ამინდები შენარჩუნდება შავი ზღვის სანაპიროზე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 28-30 გრადუსია მოსალოდნელი.

11 და 13 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 28-30 გრადუსი.

უნალექო და მზიანი ამინდებია ნავარაუდევი თბილისშიც.

სხვა სიახლეები