“ქართული ოცნების” ახალგაზრდული მოძრაობა მოსახლეობას მოუწოდებს მედიის სოლიდარობის ნიშნად სიგნალების აქციას შეუერთდნენ.
ახალგაზრდული მოძრაობა დღეიდან იწყებს კამპანიას - "ჩემი უფლებაა ვიცოდე" .
საინფორმაციო ფლაერები კოალიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმა დღეს 12:00 საათიდან სპორტის სასახლის და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარიგეს.
ფლაერების დარიგებამდე ახალგაზრდული მოძრაობის წევრები ცოტნე ზურაბიანმა გააფრთხილა, რომ პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ და მადლობა გადაეხადათ ყველასთვის.
ფლაერებს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრები წითელ შუქნიშანზე მოძრაობის შეჩერებისას არიგებდნენ.
მედიის სოლიდარობის ნიშნად სიგნალების აქცია 21 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.
სხვა სიახლეები
