კონსერვატორიაში "მოცარტიანა" გაიმართება

  • 27 იანვარი 2012, 12:49
  • 446

 ხელოვნების სკოლა “აფხაზეთი #1” და სკოლასთან არსებული სასწავლო-შემოქმედებითი გაერთიანება “საოპერო სიმღერის სახლი” 7 თებერვალს, 19:00საათზე, სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში მართავს თეატრალიზებულ საღამო-კონცერტს “მოცარტიანა”.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები, რომელთა უმეტეს ნაწილს დევნილი მოსახლეობა შეადგენს.
საღამო დაიწყება ვ.ა. მოცარტის საფორტეპიანო მუსიკით, მომდევნო ნაწილი კი დაეთმობა “კოსტიუმირებულ ზღაპარს”. მსმენელი მონაწილეებთან ერთად “იმოგზაურებს” ვ.ა. მოცარტის საოპერო მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, სადაც სცენაზე გაცოცხლდებიან მისი უკვდავი ქმნილებების: “დონ-ჯოვანი”, “ჯადოსნური ფლეიტა”, “ფიგაროს ქორწინება” გმირები.
კონცერტზე ასევე შესრულდება XVIII საუკუნის პოპულარული ცეკვის “მენუეტის” შესრულება.
კონცერტის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის დამზადდება სიმბოლური საჩუქარი – კალენდარი ვ.ა. მოცარტის პორტრეტით.

სხვა სიახლეები