ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი

  • 04 სექტემბერი 2016, 10:46
  • 711

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს უმეტეს რაიონებში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოში იწვიმებს საღამოს და ღამის საათებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა-ელჭექით დღისითაც არის მოსალოდნელი.

საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 29-31 გრადუსი იქნება, თბილისში - 27-29 გრადუსი.

სხვა სიახლეები