4-ბალიანი შტორმი სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე

  • 01 სექტემბერი 2016, 11:27
  • 1245

ძლიერმა წვიმამ აჭარაში პრობლემები შექმნა. სარფისა და ქობულეთის სანაპიროებზე 4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

 შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, ამ დროისთვის სამაშველო სამსახურში 50-მდე შეტყობინებაა შესული.

მათი ცნობით, შეტყობინებები დატბორვებს უკავშირდება, მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები.

დღეს, 08:00 საათისთვის ბათუმი-ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთზე მდინარე ადიდდა და ცენტრალურ გზაზე გადავიდა.

დატბორვის გამო გზაზე შეფერხება ერთი საათის განმავლობაში იყო, თუმცა პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მოძრაობაც აღდგენილია.

სხვა სიახლეები