BBC: ვულკანები, რომლებიც არავის უნახავს

  • 09 აგვისტო 2016, 16:42
  • 1017

ჩვენ ოკეანეების ფსკერზე არსებული ვულკანების ამოფრქვევებს ვერ ვხედავთ, თუმცა სწორედ მათი საშუალებით წარმოიშვა დედამიწის ქერქის ნახევარზე მეტი. სტატია BBC-მ მოამზადა.

„გარდა ზოგადი წარმოდგენისა, ჩვენ მათ შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით“, - აცხადებს BBC-სთან საუბარში GEOMAR-ის ინსტიტუტის მკვლევარი ისობელ იეო. 

მიუხედავად ჩვენი მიწიერი ცოდნისა, დედამიწის ქერქის 70% სწორედ ოკეანეების ფსკერზე არასებულ ქედებთან წარმოიშვება. ეს ის ადგილება სადაც ტექტონიკური ფილები ერთმანეთს შორდება, ხოლო მათ შორის წარმოშობილ სივრცეში ძალიან ძლიერი ვულკანები იფრქვევა. 

მათი შესწავლა დიდი სიღრმის გამო დღემდე ვერ ხერხდებოდა, თუმცა გერმანული GEOMAR-ის ინსტიტუტის მკვლევარმა ისობელ იეომ შეძლო ტორპედოს მსგავსი მოწყობილობის ოკეანის სიღრმეებში გაგზავნა, რომლის საშუალებითაც მან ათასობით სურათი გადაიღო.

ფოტოები იმდენად მაღალი ხარისხის გამოვიდა, რომ გეოლოგებს მათი დაკვირვება ისევე შეუძლიათ, როგორც ხმელეთის. ისობელ იეოს თქმით, ფოტოები, სხვა ინფორმაციასთან ერთად, საშუალებას მისცემს გეოლოგებს, რომ დაადგინონ, თუ როდის და რა რაოდენობის ლავა ამოიფრქვა ოკეანის ფსკერზე. 

ფოტოებმა დაადასტურა, რომ ოკეანის ფსკერზე ლავას დინებები შედარებით ახალია. ასევე აღმოჩნდა, რომ იყო უმოქმედო პერიოდებიც, როდესაც ათასობით წლის განმავლობაში ვულკანურ აქტივობას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, გეოლოგიური გაგებით, ეს დინებები ძალიან ახალია. 

ისობელ იეოს თქმით, მეცნიერები აგრძელებენ ლავის დინებების კერების აღმოჩენას. 

„მართალია ის, რასაც ამბობენ - ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით ოკენაზე“, - აცხადებს მკვლევარი. 

სხვა სიახლეები