ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილი უნიკალური ნივთები (ფოტოები)

  • 27 ივლისი 2016, 22:02
  • 3723

კარტერი, ეს იყო მეცნიერი, რომელმაც 1922 წლის 3 ნომებერს დიდძალი გათხრებისა და რამდნიმეწლიანი დამღლელი მუშოაბის შემდეგ აღმოაჩინა ტუტანხამონის საფლავი.

აკლდამაში უმარავი ოქროს, სპილოს ძვლისა და ალერბასტის სკივრი ეწყო, რომლებიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდნენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვირფასი სკამები და დასაკეცი ტაბურეტები.

სწორედ ამ სკამებს შორის ბრწყინავდა ტუტანხამონის დიდებული ტახტი, თავიდან ბოლომდე ოქროთი, ვერცხლით, შუშით, ქაშანაურითა და ნახევრადძვირფასი ქვებით ინკრუსტირებული..ტახტი ლომის თათებს ეყრდნობოდა, ხოლო იდაყვის საყრდნობებს მფრინავი გველის სახე ჰქონდა. (7 კვირაზე მეტ ხანს გამოჰქონდათ საუნჯე პირველი და გვერდითი ოთახებიდან).

ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილმა განძეულობამ არნახული ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ტუტანხმაონი არ ყოფილა მეფე, რომელსაც შეიძლება ,,მეფობის დიდება" მივაწეროთ, იგი სავარაუდოდ 19 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სახელი დღეს იმიტომაა ცნობილი, რომ იგი იყო ერთადერთი მეფე რომლის საფლავიც ხელუხლებელი შემოგვრჩა...

სხვა სიახლეები