„თავისუფალი საქართველო“ სადაზღვევო კომპანია "არქიმედეს" გულგრილობაში ადანაშაულებს

  • 14 ივნისი 2012, 21:50
  • 427

"თავისუფალი საქართველოს" განცხადებით ხელისუფლების მიერ გაპიარებული ჯანდაცვის პროგრამა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას შეუძლია სადაზღვევო პოლისით უპრობლემოდ ისარგებლოს, რეალური არ აღმოჩნდა. 

"სიღნაღის რაიონში მცხოვრები 83 წლის ბაბულია ბიძინაშვილს, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, უარი განუცხადეს უფასო მომსახურებაზე. მან წარადგინა „არქიმედეს“ სადაზღვევო პოლისი, რომელიც 2013 წლამდე მოქმედია. რაზეც  უთხრეს , რომ სადაზღვევო კანონის შეცვლის გამო მას თურმე ახალი რეგისტრაცია უნდა გაევლო. " - აცხადებენ პარტიაში.

პარტია “თავისუფალი საქრთველოს“ სიღნაღის ორგანიზაცია აპროტესტებს სადაზღვევო კომპანია“არქიმედეს“ გულგრილ დამოკიდებულებას მოსახლეობის მიმართ. პარტიის განცხადებით, კომპანია ვალდებული იყო ცვლილებების შესახებ ეცნობებინა დაზღვეული პირისათვის. მათი გულგრილობის და უყურადღებობის გამო,  83 წლის მოხუცი სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების გარეშე დარჩა.

"თავისუფალი საქართველო" მოუწოდებს ხელისუფლებას, პიარის და ფუჭი დაპირებების მაგივრად, დაინტერესდეს მოსახლეობის რეალური პრობლემებით.

სხვა სიახლეები