იუპიტერის ორბიტიდან გადაღებულ პირველი ფოტო

  • 13 ივლისი 2016, 18:08
  • 1472

NASA თანამგზავრი „იუნონას“ მიერ გადაღებულ ფოტოს ასაჯაროებს, რომელიც იუპიტერის ორბიტიდან არის გადაღებული. ეს არის იუპიტერის პირველი მსგავსი სახის ფოტო. 

როგორც NASA-ში აცხადებენ, ეს არ არის ყველაზე შთამბეჭდავი ფოტო, რომელიც სააგენტოს გამოუქვეყნებია, თუმცა ეს ფოტო ადასტურებს, რომ თანამგზავრს იუპიტერის ძლიერი რადიაციისგან მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია და აგრძელებს მუშაობს. 

თანამგზავრმა „იუნონამ“ იუპიტერისკენ მოგზაურობა 2011 წლის 5 აგვისტოს დაიწყო და მის ორბიტაზე 2016 წლის 5 ივლისს შევიდა. აპარატის ამოცანები მრავალფეროვანია. თანამგზავრი ღრმად შეიხედავს იუპიტერის ატმოსფეროში, რათა გაზომოს მისი ტემპერატურა და შემადგენლობა, შეისწავლის ღრუბლების მოძრაობას. მისი წყალობით, მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დაადგენენ, რამდენად არის იუპიტერის ატმოსფეროში წყალი და ამიაკი. ამით გაირკვევა, თუ რომელი თეორიებია უფრო მართებული პლანეტების წარმოშობის საკითხებში.

სხვა სიახლეები