ჰაერის ტემპერატურა, დღეს, დასავლეთ საქართველოში 40 გრადუსი იქნება

  • 14 ივნისი 2012, 11:10
  • 1391

ჰაერის ტემპერატურა  დღეს სამეგრელოსა და იმერეთში 38 - 40 გრადუსი იქნება, ზღვისპირა ქალაქებში კი, ტემპერატურა 35-38 გრადუსი დაფიქსირდება. 

როგორც news.ge- ს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა,  აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა  35-36 გრადუსი იქნება.

ხვალ, დასავლეთ საქართველოში შედარებით აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში კი,  ჰაერის ტემპერატურას 36-37 გრადუსს პროგნოზირებენ. 

17 - 23 ივნისს საქართველოში, მათ შორის თბილისში, ძლიერი წვიმებია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 27 გრადუსია ნავარაუდევი, დასავლეთში კი 25 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე მოსალოდნელია ქარი და სეტყვა. 

სხვა სიახლეები