"რას ჭამდნენ ძველი ქართველები, რა ჰქონდათ სადილად თუ ვახშმად, რას თესავდნენ და რას აცხობდნენ"

  • 12 ივნისი 2016, 22:11
  • 2548

საიტი radiotavisupleba.ge აქვეყნებს წერილს: "რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?", გთავაზობთ ამონარიდს:

"რას ჭამდნენ ძველი ქართველები, რა ჰქონდათ სადილად თუ ვახშმად, რას თესავდნენ და რას აცხობდნენ? როგორც ექსპერტები ამბობენ, იმ პროდუქტების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა ყოველდღიურ რაციონში შედის, სულ რაღაც საუკუნის წინ არც იშოვებოდა. მაშ, როგორი იყო ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მენიუ შუა საუკუნეებამდე?

ხორბალი და ყურძენი საქართველოში რომ უხსოვარი დროიდან მოდის, ეს საზოგადოდ ცნობილი ფაქტია, თუმცა ამას ვერ ვიტყვით სოფლის მეურნეობის ბევრ სხვა პროდუქტზე. ის მცენარეები, რომლებიც დღეს ნებისმიერ ბაზარში იყიდება, ქართულ რეალობას ნელ-ნელა, საუკუნოვანი ინტერვალებით ემატებოდა.

აგრარული უნივერსიტეტის საცდელი ბაზების ხელმძღვანელი ვალერი ამირანაშვილი ამბობს, რომ კარტოფილის მოყვანა საქართველოში მხოლოდ 1818-1819 წლებში დაიწყეს, ისიც არა ქართველებმა, არამედ თბილისის მახლობლად მცხოვრებმა რუსებმა და გერმანელებმა. შემდეგ კარტოფილი გორსა და ახალციხეში გავრცელდა. მე-18 საუკუნის მორე ნახევარში შემოვიდა პომიდორიც, რომელსაც თავიდან ტომატოს ეძახდნენ. 

„კიტრი ძველია, მისი სამშობლო არის ინდოეთი და, დაახლოებით, ექვსიათასწლოვანი ისტორია აქვს, თუმცა მისი საქართველოში შემოსვლის თარიღი არ ფიქსირდება“.

მისივე თქმით, დაახლოებით, მე-16 საუკუნიდან შემოდის სიმინდი, ლობიო...

„ჩვენ ვიცით, რომ დასავლეთ საქართველოში სიმინდის შემოსვლამდე ღომს და მჭადს აკეთებდნენ მცენარისგან, რომლის სახელია ღომი. თუმცაღა, ღომიც მე-15 საუკუნეში შემოვიდა საქართველოში, ანუ მანამდე მჭადი არ გვქონდა. მოკლედ, გამოდის, რომ შუა საუკუნეებამდე ქართველები ძირითადად იკვებებოდნენ ხორცპროდუქტებით, რძის პროდუქტებით და მხალეულით“."

ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ

სხვა სიახლეები