ეკოტურიზმი აჭარაში

  • 12 ივნისი 2012, 16:39
  • 1506

აჭარაში ტურისტული სეზონი დაიწყო.

ეს როგორც საზღვაო, ასევე სამთო კურორტებს  ეხება. აჭარა მრავალფეროვან კლიმატურ ზონებში მდებარეობს და მას  დღემდე აქვს შემორჩენილი მრავალფეროვანი ბუნება.

გამორჩეულია ეკოტურიზმის მარშრუტები კინტრიშისა და სხალთის ხეობებში.

აჭარის მაღალმთიანი კურორტი და საკურორტო ადგილები, ბოტანიკური ბაღი, კინტრიშის ნაკრძალი, ისპანი-II-ის ჭაობი, მდინარეთა ხეობები, ტბები და მატერიალური კულტურის ძეგლები  ეკოტურიზმის მარშრუტების ფართო ქსელს ქმნიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი  ოფიციალურ ვებ–გევრდზე დამსვენებლებს სხვადასხვა სახეობის ტურებს სთავაზობს :

მარშრუტის საერთო სიგრძე - 140 კმ-ი.

• ხანგრძლივობა - 2 დღე;
• მოქმედების ვადა : მაისი-ოქტომბერი.
• ღამისთევის ადგილი – ხინო (კერძო სახლი)
• მარშრუტის საწყისი პუნქტი – კურორტი ბათუმი.
• მარშრუტის საბოლოო პუნქტი – საკურორტო ადგილი ხინო.

 დასათვალიერებელი ობიექტები: 

• ბათუმის ბოტანიკურ ბაღი;
• კურორტი-მახინჯაური;
• კურორტი- მწვანე კონცხი;
• კურორტი-ციხისძირი;
• კურორტი-ქობულეთი;
• მატერიალური კულტურის ძეგლები:
• პეტრა-ქაჯეთის ციხე;
• ცხემოვანისა თაღოვანი ხიდი;
• კობალაურის თაღოვან ხიდი;
• ხინოს სამონასტრო კომპლექსი.

ტურისტების განსაკუთრებულ დაინტერესებას  მაჭახელას ხეობაც იწვევს, რომელიც გამორჩეულია უნიკალური ფლორითა და ფაუნით, ისტორიული წარსულითა და ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ტური:

 • მარშრუტის საერთო სიგრძე - 110 კმ-ი.

• ხანგრძლივობა - 2 დღე;
• მოქმედების ვადა : მთელი წელი;
• ღამისთევის ადგილი – ჩხუტუნეთი (კერძო სახლი)
• მარშრუტის საწყისი პუნქტი – კურორტი ბათუმი.
• მარშრუტის საბოლოო პუნქტი – ჩხუტუნეთი.

დასათვალიერებელი ობიექტები: 

  • მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;
  • არქეოლოგიური მუზეუმი;
  • ხელვაჩაურის რაიონის ეთნოგრაფიული მუზეუმი (მეჯინისწყალი);
  • მაჭახელას ხეობის ეთნოგრაფიული მუზეუმი (ჩხუტუნეთი);
  • მატერიალური კულტურის ძეგლები:

ა) ციხეები:

გვარას ციხე;
ჩხუტუნეთის ციხე;

ბ) ქვის თაღოვანი ხიდები:  

  • ცხემლარის ქვის თაღოვანი ხიდი;  
  • ჩომახურისის ქვის თაღოვანი ხიდი;
  • ჩხერის ქვის თაღოვანი ხიდი;
  • ზვარიას ქვის თაღოვანი ხიდი;

გ)საკულტო ძეგლები (ახალი):

აჭარისწყლის ეკლესია;

დ) ბუნების საინტერესო ადგილები:

  • მდინარე ჭოროხის ხეობა;
  • მდინარე აჭარისწყლის ხეობა;
  • მდინარე მაჭახელას ხეობა;
  • მირვეთის ჩანჩქერი;
  • ჩხუტუნეთის ჩანჩქერი;

სტატისტიკური მონაცემებით აჭარაში 2012 წელს 2 მილიონამდე ტურისტს ელოდებიან.

სხვა სიახლეები