ნიდერლანდები შესაძლოა ჩაიძიროს

  • 04 ივნისი 2016, 00:36
  • 2855

მეცნიერებმა, ნიდერლანდების ქანების გადაადგილების რუკის შესადგენად, თანამგზავრის Sentinel-1A-ის  ფოტოები გამოიყენეს.

კვლევისათვის გამოიყენეს 2014 წლის ნოემრიდან, 2016 წლის აპრილამდე გადაღებული ფოტოები. ნიდერლანდი მეცნიერების აზრით, თანამგზავრიდან მიღებული ინფორმაცია მათ ქანების ცვლილებებზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების მიღება.

რუკაზე ჩანს, რომ ნიდერლანდების გარკვეული ნაწილი, მათ შორის  ეისელმერის ტბის დასავლეთ ნაწილი და ქალაქ გრონინგენის აღმოსავლეთ ნაწილი, წელიწადში 20 მმ სისწრაფით იწევს ქვევით. ასეთი ტენდენცია კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ტერიტორიები გარდაუვალი დატბორვის საშიშროების წინაშე არიან.

"ერისათვის, რომელიც ზღვის დონის ქვემოთ ცხოვრობს, დედამიწის ზედაპირის ცვლილებებს ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვთ", განაცხადა რამონ ჰანსენმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა.

ცნობისათვის, თანამგზავრი Sentinel-1, პროგრამის Copernicus ფარგლებში იქნა გაშვებული. პროექტის მიზანია  მიწის, ოკეანეებისა და დედამიწის ატმოსფეროს შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

ნინო ჩხეიძე

2439 სტატია

სხვა სიახლეები