ამერიკელმა ექიმებმა პირველად ჩაატარეს პენისის გადანერგვის ოპერაცია

  • 17 მაისი 2016, 14:02
  • 1434

აშშ-ში, მასაჩუსეტში, პირველად ჩაატარეს პენისის გადანერგვის ოპერაცია.

ბოსტონელი ექიმები "ფრთხილ ოპტიმიზმს" გამოხატავენ. 

64 წლის თომას მენინგმა 2012 წელს კიბოს გამო პენისი დაკარგა, მაგრამ ახალი ორგანო, გასულ კვირას, ანონიმური გარდაცვლილი დონორისაგან მიიღო. 

ოპერაცია 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ექიმები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, პაციენტის შარდმდენი და სასქესო ფუნქციები სრულად აღსდგება.  

ცნობისათვის, მსოფლიოში პენისის პირველი ტრანსპლატაცია, შარშან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარდა. 

სხვა სიახლეები