„რადარამი“ არამხატვრულ ბესტსელერებს თარგმნის

  • 26 იანვარი 2012, 11:56
  • 1382

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამი“ ახალ პროექტს წარადგენს. როგორც ”ფეისბუქში” გახსნილ ”ივენტში” წერია, NGO მსოფლიო არამხატვრული ჟანრის ბესტსელერებს ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს. დღევანდელ პრეზენტაციაზე  წარადგენენ „რადარამის“   გამოცემულ პირველ წიგნს, -  „სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში“  - უილიამ ანთოლისის და სტროუბ ტალბოტის ავტორობით.

 პრეზენტაცია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში, 7-ის ნახევარზე დაიწყება.

რადარამი"-ს შექმნის მიზანია,  ქართველი მკითხველი ჩართოს  საერთაშორისო საკითხებზე მიმდინარე დებატებში. ასევე, ხელი შეუწყოს მკითხველებს შორის დიალოგის დაწყებას. პროექტის სახელწოდება "რადარამი" - რუსიკო ამირეჯიბის მიერ ”შექმნილი” არსებითი სახელია, რომლის ფუძედ გამოყენებულია ქართული ენის მთის დიალექტებში გავრცელებული კითხვითი სიტყვა ,,რადარამ?", რომელიც ხან ,,რა და როგორ", ხან კი ,,რა და რატომ"-ის მნიშვნელობით იხმარება.

სხვა სიახლეები