X-Ray Radar - IBSU-ს ახალი პროექტი

  • 12 აპრილი 2016, 10:35
  • 1025

X-Ray Radar შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრის“ ერთერთი პროექტთაგანია, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.

რადარის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მას არ სჭირდება დიდი დრო რადიაციული დაბინძურების მოსაძებნად. მოწყობილობა დაბინძურების წყაროს როგორც კი მიუახლოვდები მაშინვე გვაძლევს სიგნალს. ასევე, იძლევა ზუსტ კორდინატებს: სიმაღლეს, სრულ აზიმუტს 360 გრადუსით და აღმოჩენილი ნივთიერების რადიაციის ზომას.

"პროექტის იდეა თემის სიმწვავიდან გამომდინარე გაჩნდა, უამრავ ადამიანს ექმნება ჯანმრთელობის პრობლემა მაღალი რადიაციული დასხივების გამო. ვფიქრობთ, რომ გარემოსდამცველი და მსგავსი ორგანიზაციების ინტერესს გამოიწვევს რადარი. მომავალში იგეგმება მისი როგორც ფუნქციონალური გაუმჯობესება, მიმდინარეობს ასევე დიზაინზე მუშაობაც'' - ამბობს ერთერთი ავტორი დავით გოგიტიძე.

აღსანიშნავია, რომ პროდუქტი გაუმჯობესებული ვარიანტია, ვინაიდან ადამიანები მასთან შეხებისას დასხივებას არ ღებულობენ. მანამდე არსებული საზომი საშუალებები ოპერატორის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა. არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც დაბინძურების აღმოჩენის პროცესის გახანძლივების გამო, მომხმარებელის სიცოცოცხლე ფატალურად დასრულებულა რადიაციის სასიკვდილო დოზის გამო. აღნიშნულ მოწყობიბლობას არ ესაჭიროება ხანგრძლივი დრო ძებნისტვის, ის მომენტალურად გვაჩვენებს რა მიმართულებით და რა სიმაღლეზე არის საშიში ნივთიერება.

’’ვგეგმავთ ჩვენი პროექტი ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას, სწორედ ამიტომ, 23-24 აპრილს თურქეთში ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი და რობოტ კლუბი მონაწილეობას მიიღებს მესამე Saf-Run Ulusal Robot შეჯიბრში“ - აღნიშნავს რობოტ კლუბის ხელმძღვანელი გიორგი უსანეთაშვილი.

რადარის დეტალური მონაცემები: სიმაღლე: 25 სმ, სიგანე - 17 სმ, სიგრძე 17 სმ და წონა - 1კგ.

სხვა სიახლეები