რუსი ბავშვების 30% ჩამორჩება განვითარებას

  • 05 ივნისი 2012, 18:57
  • 403

„არასწორი კვების გამო რუსეთში ბავშვების 30%-ზე მეტს შეფერხებული  აქვს ზრდა და განიცდიან სხეულის მასის დეფიციტს,“ - განაცხადა „როსპოტრებნადზორის“ კვების ჰიგიენის სანიტარული მეთვალყურეობის ორგანიზაციის განყოფილების გამგემ  გენადი ივანოვმა.

მისი სიტყვებით, რუსეთში ცილის მოხმარება ნორმის ფარგლებშია, მაგრამ, სამაგიეროდ, ვიტამინ „С“-ს დეფიციტი  შეადგენს 60-70%-ს, რკინის - 20-40%-ს, იოდის - 70%, ფოლიუმის მჟავის - 70-80%-ს.

ეს ცვლილებები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ბავშვების ჯანმრთელობაზე - აღენიშნებათ მრავალი სახის ქრონიკული დაავადებები კვების დარღვევებთან დაკავშირებით; აქვთ  ანემიის ნიშნები, კარიესი და კვების არასრულფასოვნებასთან დაკავშირებული სხვა სახის პრობლემები.  მოსკოვში ჩატარებული პოპულაციური გამოკვლევების დასკვნით ბავშვების 10%-ს აქვს სხეულის მასის დეფიციტი, 16%-ს კი პირიქით - ჭარბი წონა.

ივანოვი თვლის, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთი ქმედითი საშუალებათაგანია,  განათლების დაწესებულებებში საბავშვო კვების ცენტრალიზაციის დანერგვა.

კოკა გურული

2237 სტატია

სხვა სიახლეები