„თავისუფალმა საქართველო“-მ ხარაგაულში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

  • 01 ივნისი 2012, 14:19
  • 317

ხარაგაულში გაიმართა პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს ოფისის პრეზენტაცია, სადაც პარტიის თავჯდომარემ კახა კუკავამ ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი გია ყრუაშვილი წარადგინა.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ პარტიის ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები.

თავისუფალი საქართველო“ განაგრძობს მაჟორიტარების წარდგენას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამჟამად „თავისუფალ საქართველო“-ს ოფისი გახსნილი აქვს 19 რაიონში. არჩევნებამდე ოფისების გახსნა იგეგმება 73-ივე საარჩევნო ოლქში.

სხვა სიახლეები