აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი "თავისუფალ საქართველოს" პასუხობს

  • 31 მაისი 2012, 17:55
  • 728

აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი თურქი გიდების დასაქმებას ადასტურებს.

მუზეუმში განმარტავენ, რომ ისინი ტურისტებს ქართველი და თურქი გიდებით მომსახურების არჩევანს სთავაზობენ.

ამ შინაარსის განცხადებით პასუხობს მუზეუმი პარტია "თავისუფალი საქართველოს"  ბრალდებებს, თურქი გიდების დასაქმებისა და გამქრალი სამუზეუმო ექსპონატების შესახებ.

აჭარის მუზეუმში აცხადებენ, რომ პარტიის მიერ ნახსენები ტილოები ფონდსაცავში ინახება. მათი თქმით, ოთხივე ნახატი წლების განმავლობაში საექპოზიციო დარბაზში იყო გამოფენილი, თუმცა, დაახლოებით ათი წლის წინ, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ექსპონატები ფონდში შეინახეს. მათი ადგილი ისტორიის განყოფილებაში სხვა ნიმუშებმა დაიკავა.

108 წლის წინ დაარსებული მუზეუმის საცავში 180 ათასი ექსპონატი ინახება, დამთვალიერებელს კი საგამოფენო დარბაზში მხოლოდ მცირე ნაწილის ნახვა შეუძლია და ექსპონატები პერიოდულად იცვლება.

სხვა სიახლეები