ამერიკის საელჩომ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერთობლივი კონფერენცია გამართეს

  • 01 დეკემბერი 2015, 15:18
  • 748

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტმა, ამერიკის საელჩოს თანაორგანიზებით, ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გამართა.

დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, ამერიკული სწავლება და კვლევები. გაიმართა პრეზენტაციები სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, რელიგიის, პოლიტიკისა, კულტურის და სოციალური თემების შესახებ.

კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ გახსნა. ელჩის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად და აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.

სხვა სიახლეები