ჰოლანდიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი რუუდ გულიტი სენსაციური განცხადებით გამოდის. მისი თქმით, რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ჩუმად ნატრობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ”ჩელსის” წაგებას.
ჰოლანდიელს მიაჩნია, რომ ლონდონური კლუბის წაგება კარგი მიზეზი უნდა იყოს იტალიელი მწვრთნელის რობერტო დი მატეოს კლუბიდან დასათხოვნად: ”დარწმუნებული ვარ აბრამოვიჩს შეგულებული ჰყავს დი მატეოს შემცვლელი. იმ შემთხვევაშიც თუ ”ჩელსი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, აბრამოვიჩი მას მაინც გაათავისუფლებს, მაგრამ შეიქმნება საჩოთირო ვითარება: ვინც არ უნდა მოვიდეს დი მატეოს ადგილზე, შეძლებს თუ არა ის იმავე წარმატების მიღწევას. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ აბრამოვიჩი პირველ რიგში იტალიელის თავიდან მოშორებას შეეცდება. საამისოდ კი მისთვის საუკეთესო საშუალება იქნება თუ ”ჩელსი” ლიგის ფინალში დამარცხდება”, - გულიტს ციტირებს ბრიტანული The Sun.
სხვა სიახლეები
