ახლად კანონიზებული წმინდანის მირონმდინარი ხატი

  • 17 მაისი 2012, 20:50
  • 914

news.ge-მ საგანგებოდ აუწყა მკითხველს ახლად კანონიზებული წმინდანის – ამფილოქე პოჩაეველის ხსენების დღის შესახებ და მოუთხრო მისი წინასწარმეტყველებებისა და ნათელხილვების შესახებ. როგორც უკრაინის საინფორმაციო სამსახურები გვაუწყებენ, სწორედ ამ ხსენების დღეებში, ტერნოპოლის ოლქის, სოფელ მალაია ილოვიცაში  მირონმა დაიწყო დენა ნეტარი ამფილოქეს ხატიდან. ასევე მირონი დასდინდათ ამ ხატის გვერდით მდებარე მაცხოვრისა და ღვთისმშობლის პატარა ხატებს. წმიდა ამფილოქეს ხატზე მირონი შენიშნეს   ევქარისტიის მიმდინარეობის პროცესში.

 მღვდელმსახურებმა ხატი ეკლესიიდან გარეთ გაიტანეს, რათა მრევლის ყველა წევრს შესძლებოდა ხატზე მთხვევა.

 

სურათზე: ამფილოქე პოჩაეველის მირონმდინარი ხატი

კოკა გურული

2759 სტატია

სხვა სიახლეები