პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, დაძაბულობის მოხსნა მოლაპარაკებითაა შესაძლებელი.
„ქართულ-აზერბაიჯანული სადემარკაციო კომისიაში საქართველოს წარმომადგენლები ყოველთვის ითხოვენ, რომ, სასაზღვრო ხაზის საბოლოოდ დადგენამდე საქართველოს მოქალაქეებს და ტურისტებს სამონასტრო კომპლექსის სრულად დათვალიერების საშუალება მისცემოდათ. აზერბაიჯანის მხარე კი ამას, ყოველთვის გაგებით ხვდებოდა. დაძაბულობა ამ საკითხზე ადრეც იყო, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად დაძაბულობა მოიხსნა, იმედი მაქვს ახლაც ასე მოხდება,“ – ამბობს მიხეილ მაჭავარიანი.
პირველი ვიცე–სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების ყველა დეტალი საჯარო ვერ იქნება.
სხვა სიახლეები
