თბილისის მოდის კვირეული დღეს გაიხსნება

  • 17 მაისი 2012, 10:10
  • 1399

თბილისის მოდის კვირეული დღეს გაიხსნება.

მოდის კვირეული დიზაინერის თამუნა ინგოროყვას კოლექციით და ბრენდ - „მავის“ აქსესუარებით შექმნილი ფოტო გამოფენით გაიხსნება.

გამოფენა სტილისტურად „იმიჯ ლაბორატორიამ“ შეკრა და ფოტოგრაფმა - ირაკლი პირველმა გადაიღო.

ფოტო გამოფენის შემდეგ, თბილისის მოდის კვირეულის პირველი საღამოს სტუმრები მხოლოდ ერთი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის, კოლექციის ჩვენებას დაესწრებიან.

რიგით მეექვსე მოდის კვირეულში მონაწილეობას 8 პროფესიონალი და 20-მდე დამწყები დიზაინერი მიიღებს. თამუნა ინგოროყვას და აკა ნანიტაშვილის გარდაკვირეულში  მონაწილეობენ ეკა ბალანჩივაძე, ლელა ელოშვილი, ატელიე 10ა, გიორგი შაღაშვილი, ქეთი ჩხიკვაძე, დათუნა სულიკაშვილი და გერმანიაში მოღვაწე ბიბი ბახტაძე, რომელიც ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება.

მოდის კვირეულს ამჯერად „ბუდა-ბარ თბილისი“ მასპინძლობს.

სხვა სიახლეები