რაღა დაგიმალოთ და გადავწყვიტე რომ მეორე ფრანგული რესტორნის რეცენზია შემოგთავაზოთ. იმდენად საგრძნობი იმედგაცრუება განვიცადე წინა ფრანგული რესტორნის სტუმრობის გამო, რომ მივიღე გადაწყვეტილება დამეგემოვნებინა „belle ville“-ის სამზარეულო.
„ბელ ვილი“ ფრანგულად ნიშნავს „ლამაზ ქალაქს“. რესტორნის სახელის მიხედვით, ჩვენს მიერ არჩეული კვების ობიექტი უნდა აყმაყოფილებდეს ფრანგული სამზარეულოს მოთხოვნილებებს. მეორეს მხვრივ, ფრანგული ტრანსკრიპცია არ ნიშნავს რომ მოცემული რესტორანი უნდა გამოირჩევოდეს „მსოვლიო სამზარეულოს აკვანის“ კერძებით. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეჭვი უსაფუძლო არ აღმოჩნდა. „ბელ ვილ“-ის მენიუში შეგვხვდა ქართული კერძები, რომელიც, ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენდა და ამიტომ არც შევუკვეთეთ. შესვლისთანავე ყურადღება მივაქციე გემოვნებიან ინტერიერს. მინიმალური ფრანგული „თემატიკა“ ატარებს პარიზის ისტორიული კაფეს ელფერს. საღამოს 4 საათის მიუხედავად, „ბელ ვილ“-ი გხვდება ცარიელი, იმდენად ცარიელი რომ კითხვაზე „სად დაგვაბინავებთ“? მიმტანი გაკვირვებული გვპასუხობს „სადაც გენებოთ“. რესტორნის „მასპინძელს“ მოაქვს მენიუ და გვტოვებს „ტეტ- ა -ტეტ“ ფრანგული სამზარეულოს „ხელოვნების ნიმუშებთან”. მე რომ მკითხო, მიმტანი, როგორც მთავარი საკონტაქტო პირი და კონსულტანტი, არ უნდა ტოვებდეს სტუმრებს უცხოური სამზარეულოს რესტორანში. ჩვენდა საბენიეროდ, ფრანგულ სამზარეულოსთან „ვმეგობრობთ“. გადავხედეთ მენიუს და შევჯერდით ყველის და სოკოს წვნიან კერძებზე. აგრეთვე, შევარჩიეთ ქათმის სალათი ფრანგულად, ცნობილი და ემბლემატური „შატო ბრიანი“ (Chateaubriand ) რომელიც მენიუში არის ნახსენები როგორც „შატო ბრუანდი“. ამ კერძს აქვს რამოდენიმე თანხლები სოუსის ვარიანტი. ეს კერძი იქნა შექმნილი ბატონი მონტნმირეის (Montmireil) მიერ რომელიც გახლდათ პირადი მზარეული საფრანგეთის ელჩის ბრიტანეთის სამეფოში, ფრანსუა - რენე დე შატობრიან ( François-René de Chateaubriand). ორიგინალურ რეცეპტში სოუსი იქნა მომზადებული ხახვის, თეთრი ღვინისა და ლიმონის გამოყენებით. „ბელ ვილ“-ში სოუსი იყო წითელი ღვინის, მაგრამ ძალიან გემრიელი. სოუსში იგრძნობოდა ბოსტნეულის დახვეწილი „ბუკეტი.“ ღვინო იყო კარგად აორთქლებული რამაც სოუს ნაზი გემო შესძინა. „შატობრიან“-ი მოგვართვეს გარნირის გარეშე. ფრანგმა მზარეულმა კი ეს კერძი შექმნა კარტოფილის სუფლეს გარნირით. ამვდროლუად, მან გამოიყენა ამ კერძში „ფილეს“, ანუ ჩვენებურად საქონლის სუკის ნაჭერი. „შატობრიანი“ არის კერძი გათვლილი ორ კაცზე, რადგან მისი წონა არ უნდა იყოს ნაკლები 400 გრამისა. ჩვენ შემთხვევაში, ხორცის ნაჭერი იყო გაბრტყელებული და საკმაოდ უხეში. წითელი ღვინო გემრიელმა სოუსმა დაგვავიწყა, ხორცმა კი გამოიწვია უარყოფითი რეაქცია. რადგან ხორცი ამ კერძში არის „წამყვანი თემა.“ „შატო ბრიან“-ს ვერაფრით ვერ მივცემთ დადებით შეფასებას. სუპები იყო უგემრიელესი. სოკო სუპში იყო კარგად მოშუშული, რამაც მისცა წვნიანს პიკანტური გემო. ყველის სუპში ფრანგული „როქფორი“ (ჩვენ რომ ვეძახით ობიან ყველს) არ ჭარბობდა და არ „დაჩრდილა“ სხვა ყველის სახეობების გემო. ქათმის სალათი იყო ძალზე გემრიელი და სოუზში იგძნობოდა კონიაკის არომატი. ალბათ, შეიძლებოდა რომ ქათმის ხორცი ყოფილიყო ოდნავ უფრო ნაზი, ნაკლებად მომზადებული.
გადავწყვიტეთ დაგვირგვინებინა ჩვენი ნადიმი ტრადიციული ფრანგული ლოკოკინებით.
ლოკოკინები აღმოჩნდა იმპორტირებული უნგრეთიდან, მაგრამ ეს ფაქტი არ წარმოადგენდა ყველაზე დიდი „ცოდვას“. რატომღაც, გარანირად მოყვებოდა აღმოსავლური „ჭრელი ბრინჯი“. უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ მენიუში ეს ბრინჯი ყოფილიღო ნახსენები როგორც „ველური“. ბრინჯი აღმოჩნდა გადახარშული, იმდენად რომ გავდა წიწიბურას. ლოკოკინებს თან ახლდა როქფორის (ყველის ) სოუსი, რომელმაც დაჩრდილა მათი გემო. ამავდროულად, ლოკოკინები არ იყო სათანადოდ გაწმენდილი.
დადგა დესერტის დრო და შემოვიფარგლეთ ყავის შეკვეთით. დესერტების უმრავლესობა აღმოჩნდა „უცხოური წარმოშვების“: ტირამისუ, ბრაუნი და ა.შ.
კრეპებს (ბლინები) შორის ვერ დაიმკვიდრა ადგილი ტრადიციულმა „კრეპ სუზეტ“-მა (მზადდება ფორთოხლის მურაბითა და ლიქიორით „გრან მარნიე“ ან „კუანტრო“).
სერვირებამ დატოვა საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება. ერთი დასახელების მინერალური, მოაქვთ სხვა მინერალური წლის წარწერიანი ჭიქით. ამ დონის რესტორანში არ უნდა მოჰქონდეთ ჭიქები „ლოგოტიპით“. ბართან, კი ბატონო!
მომსახურეობა არ იყო სათანადო დონის.“ შატობრიან“-ის და ლოკოკინების რეცეპტის გასარკვევად მოვითხოვეთ შეფ - მზარეულთან გასაუბრება. ჩვენთან გამოვიდა საკმაოდ „შეშინებული“ ახალგაზრდა მანდილოსანი ჩაცმული სპორტულ სამოსში. ჩაცმულობითა და საუბრის შინაარსით არ დავრჩით ბოლომდე ყმაყოფილი.
„ბელ ვილ“-ს მივანიჭეთ 3 news.ge -ს ვარსკვლავი, იმ იმედით რომ ლოკოკინების გარჩევას, ამ რესტორანში, ისწავლიან.
სხვა სიახლეები
