უახლოეს ხანებში ლონდონის "ჩელსის" წარმომადგენლები "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლასთან შეხვედრას გეგმავენ.
The Telegraph-ის მტკიცებით, ლონდონელთა მფლობელი რომან აბრამოვიჩი ესპანელი მწვრთნელის "ჩელსიში" გადაბირებას თვეებია ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.
რუსი მილიარდერი კატალონიელთა დამრიგებელს შემადგენლობის განახლების მხრივ სრულ კარტ-ბლანშს ჰპირდება, რომლის მიხედვითაც გვარდიოლა თავად გადაწყვეტს, ვინ შეიძინოს და ვისგან გათავისუფლდეს.
გვარდიოლას განცხადების მიუხედავად, დაისვენოს ფეხბურთისგან, უახლოეს ხანებში ის მაინც აპირებს ბრიტანული კლუბის მეპატრონესთან და მის თანაშემწე მარინა გრანოვსკისთან პარიზში შეხვედრას.
ზოგიერთი მონაცემებით, ჩუკოტკის ყოფილ გუბერნატორთან შეხვედრამდე გვარდიოლას "ჩელსის" ყოფილ, დღეს კი პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისთან სურს კონსულტაციის გავლა.
ამბობენ, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება "ბარსას" სპორტული დირექტორის მიწვევა, რომელიც თავის მხრივ ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციას შეძლებს.
სხვა სიახლეები
