სტუდენტები სტატუსის აღდგენას მოითხოვენ

  • 23 აპრილი 2012, 15:09
  • 439

დღეს სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან აქცია გამართეს. ისინი უნივერსიტეტისგან სტუდენტის სტატუსის აღდგენასა და სასწავლებელში დაბრუნებას ითხოვდნენ. 

ახალგაზრდების განცხადებით, ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონთან შეუსაბამო მაღალი საფასურის გადაუხდელობის გამო,  სტატუსი ათასობით სტუდენტს აქვს შეჩერებული. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრთან და უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ აქციები დიალოგის დაწყებამდე არ შეწყდება.

სტუდენტები მორიგი საპროტესტო აქციების გამართვას 25 აპრილს, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსთან და თსუ-ის I კორპუსთან გეგმავენ

სხვა სიახლეები