ირანის სამხედრო პირების თქმით, მათ გასულ წელს ამერიკის უპილოტი თვითმფრინავი ჩაუვარდათ ხელთ და ახლა მისი ანალოგის შექმნას იწყებენ.
გენერალ ამირ ალი ჰაჯიზადეჰის განცხადებით, თეირანის სამხედრო ექსპერტებმა ამერიკულ RQ-170 Sentinel-ის მონაცემების გაგება შეძლეს. თვითმფრინავი აღმოსავლეთ ირანში დეკემბერში ჩაიგდეს ხელში.
”უპილოტი საფრენი აპარატი ავღანეთში ყანდაღარში 2010 წლის დეკემბერში შეიყვანეს, სადაც ფრენებს ახორციელებდა, თუმცა მას პრობლემები შეექმნა, რომლის დაფიქსირებაც ამერიკელმა ექსპერტებმა ვერ შეძლეს,” - აღნიშნა გენერალმა, რომლის თქმითაც, ამერიკის მხარემ ეს აპარატი პაკისტანში უსამა ბინ ლადენის მკვლელობამდე ორი კვირით ადრეც გამოიყენა.
თუმცა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ უსაფრთხოების სისიტემიდან გამომდინარე, ირანი ვერ შეძლებდა ღირებული ინფორმაციის მოპოვებას. როგორც აღნიშნავენ, ჩინეთმა და რუსეთმა თეირანს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გამხელა სთხოვეს. ირანმა ორივე ქვეყანა უარით გაისტუმრა.
სხვა სიახლეები

