პირველკლასელების რეგისტრაცია დასწრებაზე

  • 17 აპრილი 2012, 12:25
  • 4612

დღეს დილიდან პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო და ამ დროისთვის რამდენიმე სკოლაში თავისუფალი ადგილები უკვე  აღარ არის. როგორც News. Ge - ს განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, ადგილების სწრაფად შევსება გამოწვეული იყო, მშობლების თავიდანვე ინფორმირებით, რომ რეგისტრაცია დღეს 10 საათიდან დაიწყებოდა. მათივე ინფორმაციით არსებობს მოთხოვნადი სკოლები და სწორედ ასეთ სკოლებში შეივსო ადგილები. „ მშობლები თავიდანვე ინფორმირებულები იყვნენ, რომ რეგისტრაცია დღეს დაიწყებოდა და რამდენიმე სკოლაში უკვე ადგილები შევსებულია. არსებობს მოთხოვნადი სკოლები და სწორედ ასეთ სკოლებში შეივლო ადგილები,“- განაცხადა პრესსამსახურმა ნინო პოტროვჟესკაიამ.
მისი ინფორმაციით 1 - ელ გიმნაზიაში, 24 - ე და 51 - ე სკოლებში პირველკლასელები ვეღარ დარეგისტრირ-დებიან.
მისი თქმით, რეგისტრაცია დილით რამდენიმე წუთის დაგვიანებით დაიწყო. პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს დილიდან, დაიწყო. ნებისმიერ მშობელს, რომელსაც ბავშვის სკოლაში მიყვანა უნდა, შეუძლია თავისი შვილი სასურველ სკოლაში ელექტრონულად დაარეგისტრიროს. რეგისტრაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის კოკა სეფერთელაძის განცხადებით, რეგისტრაციის დროს აუცილებელია ბავშვის სახელი, გვარი და პირადი ნომერი სწორად იქნას მითითებული. მშობელმა ასევე უნდა მიუთითოს თავის საკონტაქტო ნომერი. მშობელი ირჩევს მხოლოდ ერთ სკოლას და როდესაც სისტემა დაუდასტურებს  რეგისტრაციას, მას ოფიციალურად საბუთების წარდგენა უკვე სკოლაში მოუწევს. მშობელი რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე იღებს პასუხს შვილის სასურველ სკოლაში ჩარიცხვის შესახებ. ასევე, მშობელი შეტყობინებას  სმს-ის საშუალებითაც მიიღებს.

ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც პირველკლასელთა რეგისტარცია ელექტრონულად მოხდება. მშობლებს, რომლებსაც ინტერნეტთან ხელი არ მიუწვდებათ, დასარეგისტრირებლად შეუძლიათ თავიანთი რაიონის რესურსცენტრს მიმართონ. ონლაინ რეგისტრაცია მხოლოდ საჯარო სკოლებზე ვრცელდება. კერძო სკოლები პირველკლასელთა მიღებას ინდივიდუალური გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებენ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ - გვერდზე. პირველკლასელები პრეზიდენტისგან საჩუქრად "ნეთბუქებს" მიიღებენ.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2 აპრილიდან 17 აპრილამდე პირველკლასელების ინტერნეტრეგისტრაცია იმ სკოლებში იყო შესაძლებელი  სადაც მათი დედმამიშვილები სწავლობდნენ, ან მშობლები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბავშვის სკოლაში მიყვანა მშობელს შეუძლია 5 წლის ასაკიდან. პროცესი ნებაყოფლობითია და მშობელი თავად აკეთებს არჩევანს.

სხვა სიახლეები