პრეტესტები დაიწყო

  • 06 აპრილი 2012, 12:31
  • 15563

გამოსაშვები გამოცდების საცდელი ტესტირება დაიწყო.  პრეტესტებისას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 170-მდე სკოლის მეთორმეტეკლასელი გამოსაშვები გამოცდების დავალებებზე მუშაობს. ისინი ამით იმ გარემოს ეცნობიან, რაც საატესტატო გამოცდებზე ექნებათ. 

როგორც დიმიტრი შაშკინის ოფიციალურ FB-გვერდზე წერია, საატესტატო გამოცდების საცდელი ტესტირების მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში აკვირდებოდნენ.

საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით საქართველოში პირველად გასულ წელს ჩატარდა. იგივე მეთოდით საატესტატო გამოცდები 2011-2012 სასწავლო წლის ბოლოსაც რვა საგანში გაიმართება.

"წელს არ იგეგმება რაიმე ცვლილება, იგივე რჩება კომპეტენციის ზღვარიც. თითოეულ საგანში გამოცდა საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთსა და იმავე დღეს ჩატარდება.
 ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. 2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები ხარვეზების გარეშე და მაღალ დონეზე წარიმართება" - წერს შაშკინის გვერდის ადმინისტრატორი.

პრეტესტები 2012 წლის 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 

ქსელია ქექია

1717 სტატია

სხვა სიახლეები