ჩვენს შესახებ

NEWS.GE მრავალფეროვანი, საზოგადოების ყველა სეგმენტზე ორიენტირებული მედიაპროდუქტია, რომელიც გააერთიანებს ბეჭდური, სატელევიზიო და ონლაინ-მედიის ჟანრობრივ და ტექნოლოგიურ თავისებურებებს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას ინფორმაციის მიღება შეეძლება დღეს არსებულ ყველა მედიაფორმატში. ვფიქრობთ, ეს უზრუნველყოფს მოვლენების მაქსიმალურად ზუსტ და ობიექტურ გაშუქებას, წვდომას ინფორმაციის როგორც არსობრივ, ისე ემოციურ ნიუანსებში.

NEWS.GE-ს მომხმარებელს საშუალება ექნება, ამა თუ იმ მოვლენას თვალყური ადევნოს ვიდეოგამოსახულებით, წაიკითხოს მიმოხილვა და ანალიტიკა, მიიღოს ინტერნეტმისამართები ამ მოვლენასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოსაძებნად, გაეცნოს ამ თემის ირგვლივ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებსა და ვიდეოსიუჟეტებს.

NEWS.GE კომპლექსური პროდუქტია ჟანრობრივი თვალსაზრისითაც, რადგან აერთიანებს როგორც პროფესიულ, ისე სოციალურ და სამოქალაქო ჟურნალისტიკას. პორტალი მუდმივად საქმის კურსში ამყოფებს მომხმარებელს, თუ რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა არის ყველაზე განხილვადი თემა ბლოგერთა საზოგადოებაში, როგორია დამოკიდებულება ამა თუ იმ საკითხის მიმართ. სამოქალაქო ჟურნალისტიკის აქტიურად ჩართვა კი უზრუნველყოფს ხალხის წარმოჩენას მედიაში, თავისი უშუალო და გულწრფელი დამოკიდებულებით ამა თუ იმ მოვლენისადმი.

NEWS.GE უზრუნველყოფს მომხმარებელთან უკუკავშირს. მოქალაქეს საშუალება ექნება, გამოთქვას თავისი მოსაზრება ნებისმიერ თემაზე, დატოვოს კომენტარი ვიდეოსიუჟეტისა თუ სტატიის შესახებ, წაიყვანოს საკუთარი ბლოგი.

NEWS.GE -ს მუშაობას უზრუნველყოფს პროფესიონალ ჟურნალისტთა და ვებ-ტექნოლოგიების სპეციალისტთა დიდი ჯგუფი.